GULF CLUB — წესები და პირობები
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ [შემდგომში „გალფი“ ან „კომპანია“] თავის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს „GULF CLUB“-ის წევრობას.
„გალფ კლუბის წევრობის“ მსურველს, „კომპანიის“ მიერ დადგენილი წესების დაცვის შემთხვევაში, გადაეცემა „GULF CLUB“-ის ლოიალობის ბარათი [შემდგომში „ბარათი“]. „ბარათის“ მომხმარებლის სახელზე იდენტიფიცირების შემდეგ მომხმარებელი ხდება „გალფ კლუბის წევრი“ [შემდგომში „გალფ კლუბის წევრი“].
„გალფ კლუბის წევრს“ შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს „გალფის“ სხვადასხვა შეთავაზებით, მათ შორის:
- ფასდაკლებით საწვავის შეძენისას;
- ქულების დაგროვების სისტემით, როგორც „გალფის“ ავტოგასამართ და თვითმომსახურების სადგურებზე, ასევე „გალფ სთორის“ მაღაზიათა ქსელში პროდუქციის შეძენისას/განხორციელებული ტრანზაქციისას;
- დაგროვებული ქულების გადაცვლით, „გალფ სთორის“ მაღაზიათა ქსელში პროდუქციის შეძენისას.
„GULF CLUB“-ის ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესების [შემდგომში „წესები“] მიზანია:
- მომხმარებელთან უკუკავშირის დამყარება;
- ერთგული მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზება;
- „გალფის“ პროდუქციის შეძენის მოტივაციის გაზრდა;
- კომპანიის გაყიდვების სტიმულირება;
- მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა;
- მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაცია.
ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ან გახარჯული ქულების შესახებ ინფორმაცია „გალფ კლუბის წევრისთვის“ ხელმისაწვდომია:
- ვებ-გვერდზე www.gulf.ge;
- Gulf Club-ის მობილურ აპლიკაციაში;
- SMS შეტყობინების სახით.
„GULF CLUB“ ბარათის გაცემის წესი
„გალფ კლუბის წევრობა“ და Gulf Club-ის ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს [როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ პირებს].
ბარათის მისაღებად, მსურველმა უნდა მიმართოს „გალფის“ ლოგოტიპით ბრენდირებულ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურს, სადაც:
- გაეცნობა წესებს;
- შეავსებს სპეციალურ საინფორმაციო ანკეტას;
- თანხმობის შემთხვევაში დაადასტურებს ხელმოწერით.
საინფორმაციო ანკეტა მოიცავს შემდეგ მონაცემებს
[აუცილებლად შესავსები ველები]
- სახელი, გვარი;
- პირადი ნომერი;
- დაბადების თარიღი;
- მობილური ტელეფონის ნომერი.
[სურვილისამებრ შესავსები ველები]
- ელ. ფოსტა;
- მისამართი;
- სქესი;
- მოქალაქეობა.
„გალფ კლუბის“ ბარათის მიღებისას მომხმარებელი ხელმოწერით ადასტურებს, რომ: გამოხატავს მკაფიო ნებას და თანხმობას პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით და, რომ სრულად გაეცნო პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ პირობებს და გამოხატავს თავისუფალ, მკაფიო და ინფორმირებულ ნებასა და თანხმობას მის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და „გალფ კლუბის პირობების“ შესაბამისად.
ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი.
„Gulf Club“-ის ბარათი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 2 [ორ] ლარს.
GULF CLUB ბარათით სარგებლობის პირობები
Gulf Club-ის ბარათის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებით „გალფის“ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შეძენისას; მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს კონკრეტულ დღეს არსებული ფასდაკლებით [ფასდაკლების კონკრეტულ ოდენობას ადგენს კომპანია/გალფი მისი გადაწყვეტილებით და იგი არის ცვალებადი].
GULF CLUB-ის ბარათზე ქულები გროვდება შემდეგი პრინციპით
საწვავის ან „გალფ სთორის“ მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე მომხმარებლის ბარათზე ირიცხება სასაჩუქრე ქულები. ქულების ოდენობას განსაზღვრავს „კომპანია“ და იგი შესაძლოა იყოს ცვალებადი. „კომპანიის“ გადაწყვეტილებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთ [კონკრეტულ] პროდუქტზე ქულები არ დაგროვდეს [კომპანიის შიდა გადაწყვეტილების თანახმად].
GULF CLUB-ის ბარათზე დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია
- მხოლოდ ბარათის მფლობელის მიერ;
- ქულების განაღდებისას, „გალფ კლუბის“ მფლობელს, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, იდენტიფიცირებისათვის ეგზავნება ერთჯერადი დადასტურების კოდი [OTP]. აღნიშნული კოდის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელს წარმოეშვება და ეძლევა ქულების განაღდების/გადაცვლის უფლება;
- დადასტურების ერთჯერადი კოდის საფუძველზე მომხმარებელს/წევრს შესაძლებლობა ეძლევა, მის მიერ დაგროვებული ქულები გაანაღდოს/გადაცვალოს „გალფის“ თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შეძენისას, მობილური აპლიკაციის საშუალებით QR კოდის დასკანერებით. ასევე, „გალფ სთორის“ მაღაზიათა ქსელში სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას [„გალფის“ გადაწყვეტილებით შესაძლოა დაგროვებული ქულების სანაცვლოდ არ გაიცეს კონკრეტული პროდუქცია].
„გალფ კლუბის“ წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ „გალფის“ მიერ წამოწყებულ მარკეტინგულ აქციასა თუ გათამაშებებში; გადაცვალონ დაგროვებული ქულები ფასდაკლების ვაუჩერებში და სხვა.
GULF CLUB-ის ბარათის სარგებლობის ვადა
GULF CLUB-ის ბარათი გაიცემა უვადოდ. ბარათზე დაგროვებული ქულების მოქმედების ვადა შეადგენს 3 [სამ] კალენდარულ წელს შემდეგი პრინციპით: ქულების მოქმედების ვადა მოიცავს როგორც ქულების დაგროვების წელს, ასევე დამატებით ორ სრულ კალენდარულ წელს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათზე დაგროვებული ქულები გაუქმდება.
მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს დაგროვებული ქულები მოქმედების ვადის ბოლო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
GULF CLUB-ის ბარათზე დაგროვებული ქულების რაოდენობისა და მათი მოქმედების ვადის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს Gulf-ის მობილური აპლიკაციის ან/და Gulf.ge-ის ვებ-გვერდის მეშვეობით.
ამასთან, ქულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე მომხმარებელს ეგზავნება საინფორმაციო SMS შეტყობინება, სადაც მითითებული იქნება იმ ქულების რაოდენობა, რომლებსაც მოქმედების ვადა ეწურებათ.
ქულების რაოდენობისა და მათი მოქმედების ვადის შესახებ საინფორმაციო შეტყობინება მომხმარებლებს ეგზავნებათ ყოველი წლის 1 დეკემბერს.
გამონაკლისის სახით, საინფორმაციო შეტყობინება გაიგზავნება მხოლოდ იმ ბარათის მფლობელებისთვის, რომელთა ბარათზეც დაგროვებულია ვადის გასვლის წინ მდგომი 1 ან მეტი ქულა. იმ შემთხვევაში, თუ ბარათზე ვადის გასვლის წინ მდგომი ქულების რაოდენობა 0-ს შეადგენს, საინფორმაციო შეტყობინება არ გაიგზავნება.
GULF CLUB-ის წევრების პერსონალური მონაცემების დაცვა
GULF CLUB-ის ბარათის მიღებისას საინფორმაციო ანკეტაზე ან/და ციფრული მატარებლების მეშვეობით სპეციალურ ღილაკზე დადასტურებით/ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- „გალფი“ უფლებამოსილია დაამუშავოს მისი [მომხმარებლის] პერსონალური მონაცემები მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის, „კომპანიის“ ინტერესების დაცვის, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისა და სხვა კანონიერ მიზნებისთვის;
- „გალფი“ ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, აგრეთვე მომხმარებლის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, გამოშვების წელი, გარბენი, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი, ძრავის ტიპი, ძრავის მოცულობა და ძრავის სერიული ნომერი;
- მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ „გალფი“ უფლებამოსილია მისი პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე კომპანიის შვილობილ ან აფილირებულ კომპანიებს მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, კომპანიის ინტერესების დაცვის, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისა და სხვა კანონიერი მიზნებისთვის;
- მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა.
კომუნიკაცია
Gulf Club-ის საინფორმაციო ანკეტაზე ხელმოწერით ან/და სპეციალური ღილაკის მეშვეობით წინასწარი თანხმობის გაცხადებით [ელექტრონულად] მომხმარებელი თანხმდება, რომ „კომპანიამ“ შეიძლება მასთან კომუნიკაცია განახორციელოს:
- SMS შეტყობინებით;
- ელექტრონული ფოსტით;
- სატელეფონო ზარის საშუალებით.
„გალფი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს Gulf Club-ის წესები და პირობები. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება:
- კომპანიის ვებ-გვერდზე;
- მობილურ აპლიკაციაში.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს მისი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა მარკეტინგული მიზნებისთვის „NO SMS“ შეტყობინების გაგზავნით. ამასთან, მონაცემების დამუშავების შეწყვეტისათვის, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს „გალფის“ *ცხელ ხაზს: 0007.
კორპორატიული მომხმარებლები
„გალფ კლუბის“ ქულების დაგროვება შესაძლებელია ასევე კორპორატიული მომხმარებლების [კომპანია/იურიდიული პირი/ფიზიკური პირი] მიერ „გალფ ქარდით“ განხორციელებული ტრანზაქციებისას.
ამ შემთხვევაში: ქულები გროვდება იურიდიული პირის მთავარ ანგარიშზე, პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს და იყოს ცვალებადი. კორპორატიულ მომხმარებელს შეუძლია ქულების გადარიცხვა მთავარი ანგარიშიდან Gulf Club-ის ბარათზე, რის შემდეგაც ისინი გამოიყენება „გალფ კლუბის“ სტანდარტული წესების შესაბამისად.
GULF CLUB — Terms & Conditions
“Sun Petroleum Georgia” LLC [hereinafter – “Gulf”] offers membership of GULF CLUB to its loyal customers. GULF CLUB loyalty card [hereinafter – the “Card”] shall be given to the person willing to become a member of Gulf Club in accordance with the rules introduced by the Company. After identification of the Gulf Club card on customer’s name, the customer becomes a member of the Gulf Club [hereinafter – “Gulf Club member”].
Member of Gulf Club has the opportunity to take advantage of various Gulf offers, including discounts when purchasing fuel and points accumulation system at petrol stations and self-service petrol stations of Gulf, as well as when purchasing products in Gulf Stores chain of stores located at petrol stations of Gulf.
The purpose of developing the rules for issuing and using the GULF CLUB loyalty card [hereinafter – the “Rules”] is to establish feedback with Gulf customer, to offer additional benefits to loyal customer [for Gulf Club Member], to create additional motivation for customers (Gulf Club members) to purchase Gulf products, to stimulate the company’s sales growth, to raise the level of customer satisfaction and promote the company’s business through marketing activities.
Detailed information about the accumulated/spent points on the loyalty card shall be available to the Gulf Club member on the website – www.Gulf.ge, as well as through the Gulf Club mobile application and in the form of an informational SMS message.
The Rule for Issuance / Getting GULF CLUB Card
Membership of the Gulf Club and, therefore, a Gulf Club card can be obtained by any adult citizen [both resident and non-resident].
In order to obtain a Gulf Club card, a person wishing to become a Gulf Club member must address to any petrol station branded with Gulf trademark, where he/she must familiarize with and fill out a special information form, and in case of agreement, confirm it by signing.
The information form includes the following information of the customer
- First name, last name – [mandatory field]
- Personal number – [mandatory field]
- Date of birth – [mandatory field]
- Mobile phone number – [mandatory field]
- Email – [optional field]
- Address – [optional field]
- Gender – [optional field]
- Citizenship – [optional field]
Gulf Club Membership, i.e. obtaining a Gulf Club card is also possible by ordering a card on the official website of Gulf, where it is also mandatory to clearly express the will of the customer with regard to processing the personal information and to declare the prior consent through a special button.
Only one card is issued per customer.
Gulf Club card requires payment and its price is 2 [two] GEL.
Conditions for Using the GULF CLUB card
When purchasing fuel using Gulf Club card at petrol stations branded with Gulf logo, the customer is given the opportunity to take advantage of the discount available on a particular day [the specific amount of the discount is determined by the Company/Gulf at its discretion and it is variable].
Points are accumulated on the GULF CLUB card according to the following principle
When purchasing fuel at petrol stations branded with Gulf logo, as well as when purchasing products in Gulf Stores chain of stores, the customer will be credited with a gift point on his/her Gulf Club loyalty card [the specific amount of gift points is determined by the Company/Gulf at its discretion and it is variable] for every 1 GEL spent. Points may not be accumulated when purchasing certain products [on the basis of Company decision].
Points accumulated on GULF CLUB card can be redeemed/used
Only upon presentation of an identity card by the card holder, the customer/member shall be given the opportunity to redeem/exchange the points accumulated by him/her at Gulf self-service petrol stations when purchasing fuel by scanning the QR code through the mobile application, as well as when purchasing various products in Gulf Stores Chain of stores [according to the company’s decision, specific products may not be given in exchange for accumulated points].
In addition, only Gulf Club members are given a unique opportunity to participate in marketing promotions and draw games initiated by Gulf, to exchange accumulated points for discount vouchers etc.
Validity and Expiry of the GULF CLUB Card and Points
Validity of the GULF CLUB Card
The GULF CLUB card is issued with no expiration date (indefinite validity).
Validity Period of Accumulated Points
Points accumulated on the card are valid for three (3) calendar years, calculated as follows: the validity period includes the calendar year in which the points were earned, plus an additional two full calendar years. Upon the expiration of this period, the accumulated points shall become void. Customers are entitled to utilize their accumulated points up to and including December 31st of the final year of their validity.
Information Accessibility
Information regarding the balance and expiration dates of accumulated GULF CLUB points is accessible to the customer at any time via the Gulf mobile application and/or the official website (Gulf.ge).
Notification Policy
Prior to the expiration of the points, customers will receive an informational SMS notification specifying the quantity of points due to expire.
Notification Schedule and Exceptions
This informational notification regarding the point balance and expiration will be dispatched annually on December 1st. As an exception, notifications will only be sent to cardholders who possess one (1) or more points nearing expiration. In the event that the number of expiring points on the card is zero (0), no notification shall be sent.
Protection of Personal Data of GULF CLUB members
When getting a GULF CLUB card, by signing the information form, the customer confirms that:
- Gulf is authorized to process his/her [customer’s] personal data to secure interests of the company while providing services to the customer by Gulf and for direct marketing or/and other legal purposes.
- The following personal data will be processed by Gulf: personal number, date of birth, gender, address, contact phone number, email address of the customer, information about the vehicle owned by him/her, namely, make, model, manufacturing date, mileage, state number, VIN code, Engine type, engine capacity, engine serial number of the vehicle.
- Grants “Gulf” the authority to transfer his/her [customer’s] personal data to third party(ies) in case of existence of prerequisites stipulated by the legislation of Georgia, as well as to transfer them to the subsidiaries or affiliates of the Company for fulfillment of obligations assumed by the Company under the Agreement on Rendering Services by the Company to the Customer, securing the interests of the Company, direct marketing or/and other legal purposes.
- Is informed by Gulf about request for information on processing the personal data, correcting, updating, adding, blocking, deleting, destroying the data or termination of data processing.
Communication
- By signing Gulf Club information form, the customer confirms the Company’s/Gulf’s authority to communicate with him/her via SMS message, e-mail or/and phone call.
- The Company is authorized at any time, at its own discretion, to make amendments to the terms and conditions of the Gulf Club, and to post information about the amendment on the Company’s official website or/and mobile application.
- The customer/member has the right to request the Company at any time to stop using his/her data for marketing purposes by sending a message to a specially designated number (NO SMS).
- The customer/member can contact the company’s hotline *0007 for any questions.
Also
Accumulation of Gulf Club points is possible during transactions made by corporate customers using Gulf Card [Special Business/Loyalty card]. The conditions for accumulating points are different and variable. Points are credited to the Corporate customer’s [company’s/legal entity’s/individual person’s] main account.
The customer must transfer the accumulated points from the main account to the Gulf Club card based on which, the customer will have the opportunity to take advantage of standard rules and conditions of the Gulf Club.